Friday, April 29, 2011

საქართველოს რეგიონი - კახეთი



კახეთის შესახებ


კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია (დაახლოებით 11 342 კვ. კილომეტრი). მოსახლობის რაოდენობა 400 ათასს აღემატება. კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები და ველ-მინდვრები. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები.



კახეთის რეგიონალური ცენტრია თელავი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უძველესი ქალაქია. თელავის ადგილზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა დასახლებები, ხოლო მის შესახებ პირველი ჩანაწერები გვხვდება ბერძენი სწავლულის, პტოლემეოსის ჩანაწერებში ჩვენი წელთაღრიცხვის მე-II საუკუნეში. საქართველოს არსებობის მანძილზე, კახეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.



კახეთი ვაზის სამშობლოა. მხარეში ვენახებს საერთო ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. კახეთშია მეღვინეობის ისეთი ცნობილი მიკროზონები, როგორებიცაა: წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ვაზისუბანი, მუკუზანი, ახაშენი,გურჯაანი, კარდენახი, ტიბაანი, ქინძმარაული, მანავი, ენისელი, გრემი. კახეთშია განთავსებული საქართველოში ღვინის უმსხვილესი კომპანიები: ბადაგონი, თელავის ღვინის მარანი, თელიანი ველი, კორპორაცია ქინძმარაული, მილდიანი, ქინძმარაულის მარანი, შუმი, წინანდლის ძველი მარანი, ჯი-ვი-ესი, და სხვ.



სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. მევენახეობა და მეღვინეობა დღესაც მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია. ღვინო აქ ყველა ოჯახში მზადდება. სტუმრებს სიამოვნებით უმასპინძლდებიან სახლში დაწურული ღვინით, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით, სტუმართმოყვარე მასპინძლები აცნობენ ქართულ ტრადიციებსა და თვითმყოფად ეთნოგრაფიას.



კახეთი უძველესი კულტურის მხარეა. აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. კახეთზე გადიოდა ევროპიდან აზიისკენ მიმავალი აბრეშუმის გზა, კახეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული - საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები და სხვა. კახეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა, უმთავრესად საეკლესიო ნაგებობებითაა წარმოდგენილი.




კახეთის ტერიტორიაზეა განთავსებული ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა:
ალავერდის საკათედრო ტაძარი (მე-11 საუკუნე);
გრემის მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი (მე-16 საუკუნე);
დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (მე-6 საუკუნე);
ნეკრესი (მე-4 საუკუნე);
ნინოწმინდას ციხე-ქალაქი (მე-7 საუკუნე);
სიღნაღის ციხე-ქალაქი და ბოდბის მონასტერი (მე-9_ მე-11 საუკუნეები);
ძველი შუამთა (მე-6 საუკუნე).



კახეთში ჰავა ზომიერია, ბუნება მრავალფეროვანი. კახეთი მდიდარია მრავალფეროვანი და კონტრასტული ლანდშაფტებით: მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ალაზნის ველი, ცივ-გომბორის მთიანეთი, დავით გარეჯის უდაბნო, თუშეთის მთიანეთი, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, ახტალის ჩამქრალი ვულკანი კახეთის შუაგულში და სხვა.

1 comment:

  1. Hard Rock Hotel & Casino - MapYRO
    Welcome to the 평택 출장마사지 Hard Rock Hotel 목포 출장샵 & Casino, 상주 출장마사지 a non-smoking 김포 출장안마 casino resort in 논산 출장샵 Southern California. It's located in the heart of the famous San Diego

    ReplyDelete